ტრენინგები


  1.   .  ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქათულიუნივერსიტეტი"-კონსულტაციები მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.
  2.   . ,,სწავლების თეორიები, სწავლება და შეფასება“  ტრენინგი ,,დიდაქტიკა“ დიდაქტიკა 2013 წლის,  ივნისი. 
  3.      თბილისის საპატრიარქოს ტრენინგები
  4.      მასწავლებლის სერტიფიკატი- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012 წლის 3 სექტემბერი 
  5.      დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასებისტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
  6.    ანგარიში   
 ღონისძიების დასახელება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი - გრძელვადიანი სასწავლო კურსი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლასები).        
    ჩატარების ადგილი: გორი, მე-2 საჯარო სკოლა.
    ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი.
    ტრენერი: ბელა სარია.
    თარიღი: ივლისი, 2012 წელი
  ტრენინგი მიზნად ისახავდა დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის პრაქტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემას. ძირითადად ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ამ ასაკის ბავშვებთან უმთავრესად პრაქტიკული საქმიანობის დროს იჩენს თავს.  გავეცანით ტესტურ დავალებათა ტიპებს; გავაანალიზეთ  ტესტურ დავალებათა ნიმუშები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გამოვიმუშავეთ  მოსწავლის ნაშრომზე სწორი და სასარგებლო  წერილობითი კომენტარის გაკეთების უნარი.  გავეცანით კითხვის მეთოდებს, შევიმუშავეთ  ეფექტური აქტივობები, რომლებიც  მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტის უკეთ გააზრებაში.გავეცანით და გავაანალიზეთ   ანალიტიკური წერის შეფასების კრიტერიუმები, შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები. 
     ტრენერი, ქალბატონი ბელა სარია, ამომწურავ პასუხს სცემდა მეცადინეობის დროს წამოჭრილ თითოეულ პრობლემურ კითხვას, პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ პედაგოგებს.
        ტრენინგში ჩართულ მასწავლებლებს წინასწარ დაგვირიგდა საკითხავი მასალა და სამუშაო ფურცლები, რაც დიდ დახმარებას გვიწევდა როგორც ტრენინგის მსვლელობისას, ისე საშინაო დავალებების შესრულების დროს.
        ტრენინგზე თითქმის ყველა იმ საკითხზე გამახვილდა ყურადღება, რომლებიც I-VI კლასებში ისწავლება. კერძოდ, მიმოვიხილეთ ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები და ის ცვლილებები, რომლებიც  ქართულმა სალიტერატერატურო ენამ თხუთმეტ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში განიცადა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იწვევდა ენის განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას. პედაგოგებმა კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და მოკლედ დავახასიათეთ ქართული სალიტერატურო ენის სამი საფეხური: ძველი ქართული ენა, საშუალი ქართული ენა და ახალი ქართული ენა. ვისაუბრეთ იმ ფონეტიკურ სისტემაზე, გრამატიკულ წყობასა და ლექსიკურ შემადგენლობაზე, რომლებიც თითოეული საფეხურისათვის იყო დამახასიათებელი.
    ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრამატიკასა და მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.  სამუშაო ფურცლებში, რომლებიც პედაგოგებს დაგვირიგდა, შეტანილი იყო მოსწავლეთა ნაწერები, რომელშიც დაშვებული იყო სხვადასხვა სახის შეცდომები. ჩვენი ამოცანა იყო მათი ამოწერა, სწორი ფორმის მითითება და პასუხების დასაბუთება. დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ტრენერის მითითებით ვმსჯელობდით პრობლემურ საკითხეზე, გამოვთქვამდით საკუთარ აზრს, ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას, რაც, საბოლოოდ, დიდ დახმარებას გვიწევდა პროფესიონალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
    ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა იმ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ, სინტაქსურ, პუნქტუაციურ და სტილისტურ შეცდომებზე, რომლებიც ამ ასაკის მოსწავლეებში გვხვდება, ვიმსჯელეთ მათ გამომწვევ მიზეზებზე და მათი გამოსწორების გზებზე.
     ქალბატონმა ბელა სარიამ  განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ მეთოდებსა და აქტივობებზე საუბარს, რომლებიც I-VI კლასის მოსწავლეებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების დროს უნდა გამოვიყენოთ. ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ მივაჩვიოთ მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდანვე საკუთარი მოსაზრებების სიტყვიერად თუ წერილობით ჩამოყალიბებას, როგორ წავახალისოთ ისინი დამოუკიდებელი, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელი აზრის გამოთქმისათვის.
      დარწმუნებული ვარ, ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს მომავალ საქმიანობაში.
       მანანა კაკაურიძე
      ქ. გორი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებალი.
2     15  ნოემბერი , 2013 წელი.


   5.მასწავლებელთა სახლი ტრენინგ კურის ,,ქართული მე-7-მე-12 კლ.“ 2012 წელი, ივნისი

         ანგარიში
   ღონისძიების დასახელებამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი - გრძელვადიანი სასწავლო კურსი განათლების საბაზო-საშუალო   საფეხურის მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII- XII კლასები).        
       ჩატარების ადგილი: გორი, მე-3 საჯარო სკოლა.
       ტრენინგის ხანგრძლივობა24 საათი.
       ტრენერილალი დათაშვილი.
       თარიღიივნისი, 2012 წელი
 ტრენინგი მიზნად ისახავდა საბაზო-საშუალო           კლასების მასწავლებლებისათვის პრაქტიკული რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემას
 ტრენერიქალბატონი ლალი დათაშვილი,      ამომწურავ პასუხს სცემდა მეცადინეობის დროს წამოჭრილ თითოეულ პრობლემურ კითხვასპრაქტიკულ რჩევებს აძლევდა როგორც დამწყებასევე გამოცდილ პედაგოგებს.
        ტრენინგში ჩართულ მასწავლებლებს წინასწარ დაგვირიგდა საკითხავი მასალა და სამუშაო ფურცლებირაც დიდ დახმარებას გვიწევდა როგორც ტრენინგის მსვლელობისასისე საშინაო დავალებების შესრულების დროს.
        ტრენინგზე თითქმის ყველა იმ საკითხზე გამახვილდა ყურადღებარომლებიც VII-XII კლასებში ისწავლებაპედაგოგებმა კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და მოკლედ დავახასიათეთ ქართული სალიტერატურო ენის სამი საფეხურიძველი ქართული ენასაშუალი ქართული ენა და ახალი ქართული ენავისაუბრეთ იმ ფონეტიკურ სისტემაზეგრამატიკულ წყობასა და ლექსიკურ შემადგენლობაზერომლებიც თითოეული საფეხურისათვის იყო დამახასიათებელი.
    ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გრამატიკასა და მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ ტრენერის მითითებით ვმსჯელობდით პრობლემურ საკითხეზეგამოვთქვამდით საკუთარ აზრსვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებასრაცსაბოლოოდდიდ დახმარებას გვიწევდა პროფესიონალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
    ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა იმ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულსინტაქსურპუნქტუაციურ და სტილისტურ შეცდომებზერომლებიც  მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში  გვხვდებავიმსჯელეთ მათ გამომწვევ მიზეზებზე და მათი გამოსწორების გზებზე.
 ქალბატონმა ლალი დათაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ მეთოდებსა და აქტივობებზე საუბარსრომლებიც VII- XII                                                              კლასის მოსწავლეებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების დროს უნდა გამოვიყენოთ

      დარწმუნებული ვარამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს მომავალ საქმიანობაში.
       მანანა კაკაურიძე
 ქ. გორი, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის    გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებალი.
2     10  ნოემბერი , 2013 წელი.



·      6.    მასწავლებელთა სახლი  ტრენინგ კურსი ,,დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის“ 2012 წელი, ივნისი
·        7.  ტრენინგ კურსი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი კავშირ ,,ქორბუდას“ პროგრამით ,,ქართული ენა, ლიტერატურა და მათი სწავლება“.  2012 წელი

·      
·      8.    სემინარი თემაზე -,,კითხვის სამოდელო გაკვეთილი დაწყებით კლასებში“ საქართველოსსაპატრიარქო,  ასოციაცია „სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“ თბილისი, 17 იანვარი, 2011

·     9.    პროგრამა „აქტიური სწავლა და კრიტიკული აზროვნება“ - ასოციაცია „სკოლა-ოჯახისაზოგადოება“- გორი, 2010 

·     10.     ტრენინგი „პედაგოგის პიროვნება და აღზრდის პროცესი“ - საზოგადოება „ბილიკი“, თებერვალი, 2010


·    11.    ტრენინგი „პედაგოგიური საქმიანობის ფსიქოლოგიური ასპექტები“ - საზოგადოებაბილიკი“, იანვარი, 2010

·     12.     ტრენინგ-კურსი „ფასეულობები ძალადობის წინააღმდეგ“, მონაწილე  _ საგანმანათლებლოინიციატივების ქართული ასოციაცია, (ევრაზიისპარტნიორობის ფონდი), გორი 2008-2009

·       13. დევნილ აბიტურიენტთა მომზადების პროგრამა“, მასწავლებელი - ასოციაცია „ლამპარი“,   (ნორვეგიის დევნილთა საბჭო) 2008 -2009
·      14.    ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგ-პროგრამა -სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი  2007-2008 წ.

No comments:

Post a Comment