პროექტები

"ჰელადოსი-ვკიტხულობთ ერთად"
 გუნდური ჭიდილიქართულსა და მათემატიკაში "ვკითხულობ,ვაზროვნებ,ვანგარიშობ,ვმეგობრობ"
ვიმეგობროთ წიგნთან 2010-2011ს.წ.
ვიმეგობროთ წიგნთან 2011-2012 ს.წ.
ვიმეგობროთ წიგნთან
ვიმეგობროთ წიგნთან 2012-2013 ს.წ.

                                                       პროექტი
   პროექტის დასახელება:            ,, ვიმეგობროთ წიგნთან’’
   ორგანიზაციის დასახელება:   სსიპ-გორის უნივერსიტეტი
                                                        გორის  ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის
        სახელობის გიმნაზია 
   პროექტის ხელმძღვანელი:        სსიპ-გორის უნივერსიტეტის პროფესორი
                                                            ელენე ხოჯევანიშვილი
   პროექტის თანახელმძღვანელი: ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
                                                            გიმნაზიის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში  მანანა კაკაურიძე   
   პროექტის პედაგოგიური პროცესის კონსულტანტი:  ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
                                             ქართულის მასწავლებელი        მაია მელიქიშვილი
   პროექტის წევრები: პროექტში მონაწილე სტუდენტები:
    1.არდემანაშვილი ოლია
    2. შატაკიშვილი მარიამ
    3. სომხიშვილი ნათელა
    4. ტეტუნაშვილი ხატია
    5. ღუღუნაძე ციცინო
    6. ჯირკველიშვილი ელენე
    7. ლომიძე ლიკა
    8. კეჩხუაშვილი მალვინა
    9. განჯელაშვილი სოფო
    
 შესავალი: საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე ახალგაზრდობისა-
თვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა წიგნთან დაშორება. ერთი შეხედვით
ჩანს მხოლოდ, რომ წიგნის ჩანაცვლება მოხდა კომპიუტერით და სხვადასხვა
საინფორმაციო საშუალებებით, მაგრამ დრომ დაასაბუთა, რომ წიგნთან   
კონტაქტის გაწყვეტა უარყოფითად აისახა ახალგაზრდობის გონებრივ თუ
ზნეობრივ მხარეებზე. ამიტომ საშური და საჭირო საქმეა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება წიგნით.
 პროექტის მიზანი: გააღვიძოს წიგნის კითხვისადმი ინტერესი როგორც სტუდენტებში, ასევე მოსწავლეებში და მიღწეულ იქნეს პროექტში მონაწილე ორივე მხარის დამეგობრება წიგნთან.
 პროექტის შინაარსი: სსიპ-გორის უნივერსიტეტის მეორე და მესამე კურსის პროექტის წევრი სტუდენტები  2009-10 სასწავლო წლის 18 მარტს ეწვევიან გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებს და მათთვის მოაწყობენ ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პრეზენტაციას, გააცნობენ მოსწავლეებს მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებს, წაიკითხავენ ნაწყვეტებს მწერლის ნაწარმოებებიდან, უჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს ნოდარ დუმბაძის შესახებ, მოისმენენ აუდიო მასალას, შემდეგ ინდივიდუალურად მისცემენ დავალებებს მოსწავლეებს და აპრილის თვეში უკვე გიმნაზიის მოსწავლეები წარადგენენ წაკითხულ ნაწარმოებებს, უპასუხებენ დასმულ კითხვებს, გამართავენ დისპუტს აქტუალურ საკითხებზე, მოახდენენ წაკითხულის ინტერპრეტაციას.
 პროექტის აქტუალობა განისაზღვრება რამდენიმე ფაქტორით როგორც სტუდენტთათვის, ისე მოსწავლეთათვის:
     1. მხატვრული ლიტერატურის კითხვის მოტივაციის ამაღლება.
2.      წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება.
3.      ტექსტზე დამოუკიდებელი მუშაობის, საჯარო წარდგენის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება- დახვეწა.
4.      კონკრეტულ  მწერალთა შემოქმედების უკეთ გაცნობით  და ანალიზით მონაწილეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება.(რაც აისახება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.)
სტუდენტთათვის ზემოთ აღნიშნულს დაემატება:
1.      პედაგოგიური პრაქტიკის მიღება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
2.      ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების დაუფლება.

 პროექტის მონაწილე სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისების ღონისძიებანი:  პროექტის აქტიურ მონაწილე  მოსწავლეებსა და სტუდენ-   ტებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

#
დასახელება
რაოდენობა
ღირებულება       
სულ
1
სამახსოვრო წიგნები
10 ცალი
2 .00 ლარი
20. 00 ლარი
2




3




4




   
  

                პროექტის ხელმძღვანელი:                           ე.ხოჯევანიშვილი

No comments:

Post a Comment